top of page

რჩევა 5: ავტომობილის საბურავების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რჩევები

  • Writer: Ana Basilidze
    Ana Basilidze
  • Jul 10, 2024
  • 3 min read

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის შესახებაც მძღოლმა ბევრი რამ უნდა იცოდეს, ეს არის საბურავი და საბურავები ზოგადად.


საბურავების შესახებ ბევრი რჩევის მოწოდება და ბევრი ინფორმაციის მოცემა შეიძლება, მაგრამ ამ ვიდეოში გაგიზიარებთ ელემენტრალურ რაღაცებს. ის, რაც მართლა აუცილებელია, რომ ვიცოდეთ.


პირველი და ყველაზე მთავარი: როდესაც გვიჩნდება კითხვა, რამდენზე უნდა დავბეროთ ჩვენი საბურავი, რა წნევაა რეკომენდირებული ჩვენი მანქანის საბურავებში.

მე თუ მკითხავ, არ უნდა ჰკითხო ეს არც მეგობარს და არც ხელოსანს იმიტომ, რომ ყველა მანქანა თვითონ გვეუბნება, რამდენია დასაშვები და რეკომენდირებული წნევა იმ კონკრეტული მანქანის საბურავებში გნებავთ დაუტვირთავ და გნებავთ - დატვირთულ მდგომარეობაში. სად არის ეს იფორმაცია მოწოდებული? უმეტესად კარის შიდა მხარეს ან აქ, ან აი აქ - როგორც ამ შემთხვევაში. აქ ჩვენ შეგვიძლია, ვნახოთ, თუ რამდენია დასაშვები და რეკომენდირებული წნევა კონკრეტულად, აი, ამ ავტომობილის საბურავებში, გნებავთ დატვირთულ, გნებავთ - დაუტვირთავ მდგომარეობაში.


მეორე კითხვა: როდის უნდა შევამოწმოთ წნევა საბურავებში

თითქოს მარტივია, ჰომ? ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია. არა, ასე არ არის. საბურავებში წნევა უნდა შეამოწმოთ მაშინ, როდესაც საბურავები ცივია და როდის არ არის ცივი? თითქმის ყოველთვის, როდესაც უკვე დავდივართ. მარტივად რომ გითხრათ, როდესაც თქვენ ავტომობილით დაიძვრებით, 10 წუთის შემდეგ საბურავები უკვე ცხელია, ამიტომ თუ გინდათ, რომ საბურავის წნევა შეამოწმოთ ისე, როგორც საჭიროა, ეს უნდა გააკეთოთ ან ადგილზე, როდესაც გაჩერებული ხართ, ანაც დაძვრიდან მაქსიმუმ 2-3 კილომეტრის შემდეგ.


როგორ მოქმედებს საბურავების უსაფრთხოებაზე წნევის მოკლება ან მომატება?

პასუხი ასეთია: წნევის მოკლება/შემცირება სიტუაციის მიხედვით შეიძლება, მაგრამ რეკომენდირებულია და სასურველია, ეს არ უნდა გააკეთოთ 0.2 ან 0.3 ბარით მეტით. მეტიც, ეს სახიფათო შეიძლება იყოს და შეიძლება ცუდი რაღაცეები მოხდეს. მოდით, მაინც განვმარტოთ, რას ნიშნავს საბურავში წნევის მომატება ან მოკლება, რეკომენდირებულზე მეტად დაბერვა ან ნაკლებად. რას იწვევს ეს? თუ თქვენს საბურავში წნევას მოაკლებთ, თქვენ გექნებათ მეტი მოჭიდება და მიიღებთ მეტ ეფექტს დამუხრუჟებისას და მანევრირებისას, მაგრამ ავტომობილი მეტ საწვავსაც მოიხმარს. თავის მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ საბურავში წნევას მოუმატებთ, ავტომობილი დაწვავს ნაკლებ საწვავს, რაც შეიძლება ძალიან გინდოდეთ, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ, გაიზრდება სამუხრუჭე მანძილი და ეს ძალიან სახიფათოა.


ამიტომ, რომ შევაჯამოთ, საბოლოო ჯამში, გირჩევთ, რომ არ მიმართოთ ექსპერიმენტებს, როდესაც საქმე ეხება ავტომობილში საბურავში წნევის რეგულირებას და მიჰყვეთ იმ რეკომენდაციას, რომელსაც თვითონ მანქანა გვაძლევს, ანუ, დაბეროთ საბურავები იმ ზომაზე და იმ დონეზე, რაც აწერია, აი, აქ. რაც შეეხება ზამთრის და ზაფხულის საბურავების თემას, საქმე ისაა, რომ თუ არ ყინავს ან არ თოვს, ზაფხულის საბურავი უკეთესია: უკეთესად ამუხრუჭებს, მაშინაც კი, როდესაც გარეთ 2 ან თუნდაც 1 გრადუსია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ზამთრის საბურავი გაცილებით და დრამატულად უკეთ ფუნქციონირებს, როცა ყინვა იწყება და როცა წყალი შეიძლება გაიყინოს, ან როცა თოვლი მოდის, ანუ ყინვაში და თოვლზე ზამთრის საბურავის ეფექტი იმდენად დრამატულად უკეთესია, რომ ორი აზრის არსებობა არც შეიძლება. ასეთ დროს ზამთრის საბურავი უნდა გეყენოს, თუ გზის ზედაპირი მშრალია, მინუს 2 გრადუსშიც კი მოსულა ზაფხულის საბურავის დაყენება, მოსულა კი არადა ნორმალურია, მაგრამ რისკზე წასვლა მაინც არ შეიძლება. დიდი შანსია, თოვლი და მოყინული გზა შეგხვდეთ. მოკლედ ზამთარში - ზამთრის საბურავი, სხვა დროს - ზაფხულის.


თუ ზაფხულის საბურავი გიყენიათ და ყინვა ან თოვლია მოსალოდნელი, გააჩერეთ მანქანა ან სასწრაფოთ დაუყენეთ ზამთრის საბურავები.


კიდევ ერთი საკითხი: სად ჯობია უკეთესი საბურავების დაყენება - წინ თუ უკან?

ანუ როდესაც ჩვენი ორი საბურავი მეორე ორზე უკეთესია, სად ჯობია, რომ დავაყენოთ ისინი? თუ ჩვენ ვისაუბრებთ საბურავების (და ზოგად) უსაფრთხოებაზე, ამ შემთხევაში ჯობია, რომ უკეთესი საბურავები გვეყენოს უკან. გავიმეორებ: ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე და არა აჩქარებაზე ან გამავლობაზე და ასე შემდეგ. როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოებას, უკეთესი საბურავები უნდა ეყენოს უკან და ახლავე აგიხსნით, რატომაც: თუ უკეთესი საბურავები წინ გიყენიათ, მანქანა უკეთ დაამუხრუჭებს, სამუხრუჭე მანძილიც ნაკლები იქნება, მაგრამ სველ გზაზე როგორც კი კურსს მყისიერად შეიცვლით, შეიძლება უბედურება მოხდეს. საქმე ისაა, რომ სწორედ უკანა ღერძია მთავარი, როცა საქმე ეხება უსაფრთხოებას. უკანა ღერძი ზრუნავს იმაზე, რომ მანქანა კონტროლის ქვეშ დარჩეს. რაღაცის მერე ვეღარც ESP გეხმარება, ანუ მდგრადობის ელექტრონული პროგრამა და ვეღარც ვერაფერი.


მოკლედ, უკეთესი საბურავები უნდა დააყენოთ უკან, თუ გინდათ, რომ მანქანას მეტი სტაბილურობა ჰქონდეს. თუ უკეთეს საბურავებს წინ დააყენებთ, ცოტათი შემცირდება სამუხრუჭე მანძილი, მაგრამ გაიზრდება იმის რისკი, რომ მანქანა გაფრინდეს. ასე რომ გახსოვდეთ, უკეთესი საბურავების ადგილი არის უკანა ღერძზე. უსაფრთხოებისთვის ასე ჯობია.


ვიდეოს პარტნიორია „ავტო იმპორტ ჯორჯია“, ყველაზე მსხვილი სამხრეთ კორეული სავაჭრო პლათფორმის - „ავტოვინის“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც კორეიდან დაუზიანებელ მეორად ავტომობილებს ჩამოგიყვანთ. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები: რა აღმოგიჩენიათ თქვენს ავტომობილში ან სხვის ავტომობილში ისეთი, რაც მანამდე არ იცოდით და შეიძლება ასევე ბევრმა არ იცოდეთ. დაველოდები თქვენს კომენტარებს. ჩვენ კი ამ და სხვა საინტერესო რჩევებით კიდევ ბევრჯერ დაგიბრუნდებით.

Comments


bottom of page