
მეორადი ავტომანქანების ჩამოყვანა ევროპიდან
მეორადი ავტომობილების ჩამოყვ ანა ევროპის ქვეყნებიდან
ევროპას, მსოფლიოს ავტოინდუსტრიაში, ყოველთვის ერთ-ერთი მოწინავე ადგილი ეჭირა. ავტომობილების ჩამოყვანა ევროპის ქვეყნებიდან მომგებიანი ხერხია. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. მოგეხსენებათ, ძირითადად, გიგანტური საავტომობილო ქარხნები, სწორედ, ევროპის ქვეყნებშია თავმოყრილი.
ამ მოდელების ხარისხი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. აღსანიშნავია ავტომობილის მოვლის კულტურაც, რომელიც საშუალებას გაძლევთ ხარისხიანი და დაუზიანებელი მეორადი ავტომობილი შეიძინოთ ხელმისაწვდომ ფასად.
რომელი ევროპული ქვეყნებიდან შეგვიძლია ჩამოვიყვანოთ ავტომობილები?
ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი რაოდენობის მეორადი ავტომობილი საქართველოში გერმანიიდან ჩამოყავთ. დღეის მონაცეემებით გერმანიაში 20-ზე მეტი ავტომწარმოებელი ქარხანაა. ევროპული მანქანების საიტებზე სასურველი ავტომობილის შერჩევა და შეძენა შესაძლებელია, როგორც სტოკით ისე აუქციონით.
გერმანიის გარდა, ავტომობილებს აწარმოებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: საფრანგეთი, პოლონეთი, ბელგია, ავსტრია, ჰოლანდია და ა.შ.
ავტომობილის ჩამოყვანა ევროპიდან კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ ქვეყნებში რეგულაციები მკაცრია და კარგად კონტროლდება საექსპორტო მეორადი ავტომობილების მდგომარეობა.
რატომ უნდა გამოვწეროთ ავტომობილი ავროპიდან?
ევროპიდან მეორადი ავტომობილის გამოწერას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა ახლავს თან:
-
მოდელების მრავალფეროვნება;
-
დროის დაზოგვა - ტრანსორტირების დრო მცირეა;
-
მაღალი ხარისხი.
რომელი მარკის მეორადი ავტომობილები შეგვიძლია შევიძინოთ ევროპაში?
გერმანული მანქანების საიტებიდან, ერთ-ერთი მსხვილ აუქციონზე Mobile.de განთავსებულია ექსპორტზე გასაყვანი ახალი და მეორადი ავტომობილების 60-70%.
აქ შეხვდებით ისეთი მარკის ავტომობილებს, როგორებიცაა: Mercedes benz, BMW, Audi, Bentley, Bugatti, Citroen, Daimler, Fiat, Lamborghini, Maserati, Maybach, Opel, Peugeot, Porsche, Renault, Rolls-Royce, Rover, Saab, Seat, Skoda, Volvo.
აქვე არ დაგვავიწყდეს ევროპული ბაზარი გვთავაზობს სამშენებლო და სპეც-ტექნიკის (ტრაილერები, მიკრო ავტობუსები, სამშენებლო ტექნიკა) მრავალფეროვან არჩევანს.
მოითხოვეთ კონსულტაცია
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და დაგიკავშირდებათ ჩვენი გაყიდვების მენეჯერი, ვინც სრულფასოვან კონსულტაციას გაგიწევთ მეორადი ავტომობილების შეძენასთან დაკავშირებით
