top of page
USA Flag

მეორადი ავტომობილების ჩამოყვანა აშშ-დან 

მეორადი ავტომანქანების ჩამოყვანა ამერიკიდან

ამერიკიდან მეორადი ავტომობილების ჩამოყვანით ყოველდღიურად უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. არჩევანი - დიდია, ბაზარი - მრავალფეროვანია. შეძენა შესაძლებელია აუქციონით ან სტოკზე (ფიქსირებული ფასი).

განსხვავება აუქციონსა და სტოკს შორის?

ამერიკულ აუქციონზე შეძენისას მომხმარებელს საშუალება აქვს თავად განსაზღვროს სასურველი ავტომობილის ფასის დიაპაზონი. მეორადი ავტომობილი შესაძლებელია იყოს მეტად ან ნაკლებად დაზიანებული, ამასაც თავად პოტენციური მფლობელი წყვეტს.

სტოკის შემთხვევაში უკვე დადგენილია კონკრეტული ავტომობილის ღირებულება და ხშირად ბევრად მეტია, ვიდრე აუქციონით შეძენისას. შესაბამისად, ამერიკული მეორადი ავტომობილის შეძენა აუქციონით ბევრად მომგებიანი და იაფია.

რომელია ამერიკული ავტომანქანების საიტი?

ამერიკული მანქანების ორი ძირითადი საიტია : IAAI და COPART. ორივე არის უმსხვილესი აუქციონის საიტი, სადაც შეხვხვდებით საექსპორტოდ გამზადებულ, კერძო პირების, სადაზღვევო კომპანიების ან დილერების მიერ ატვირთულ მეორად ავტომობილებს.

რომელი მარკის ავტომობილებია ამერიკულ ბაზარზე?

ამერიკაში, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, შეგიძლიათ მოიძიოთ და შეიძინოთ ნებისმიერი მარკის მეორადი ავტომობილი, ყველა მათგანი არის მარცხენასაჭიანი. მაგალითად, ამერიკიდან შეძლებთ ჩამოიყვანოთ: Mercedes-benz, BMW, Toyota, Kia, Hyundai, Lexus, Subaru, Jeep, Ford და ა.შ შეზღუდვა არ არის არც საწვავის ტიპზე.

რა ჯდება ამერიკიდან ავტომობილის ჩამოყვანა/ტრანსპორტირება?

ამერიკიდან ავტომობილის ჩამოყვანის ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:

  • ავტომობილის დაზიანების ხარისხზე;

  • აუქციონის დანამატზე;

  • კონკრეტულ შტატზე, სადაც იმ მომენტისთვის მდებარეობს ავტომობილი.

მოითხოვეთ კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და დაგიკავშირდებათ ჩვენი გაყიდვების მენეჯერი, ვინც სრულფასოვან კონსულტაციას გაგიწევთ მეორადი ავტომობილების შეძენასთან დაკავშირებით

bottom of page