top of page

რჩევა 2: თანამედროვე ავტომობილის გასაღები პულტის ფუნქციები

  • Writer: Ana Basilidze
    Ana Basilidze
  • Jul 10, 2024
  • 1 min read


კიდევ ერთი უმარტივესი რამ, რაც შეიძლება ბევრმა მძღოლმა არ იცოდეს.


თითქმის ყველა თანამედროვე ავტომობილს აქვს აი, ასეთი გასაღები პულტი. და, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ამ პულტს, გარდა იმისა, რომ გააღოს და დახუროს ავტომობილი, ანუ ცენტრალური საკეტი ან ახადოს საბარგულის კარი, აქვს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფუნქცია.


მაგალითად, თუ თქვენ გახსნის ღილაკს დააწვებით დიდხანს, არამარტო გაიღება ავტომობილი, არამედ ჩაიწევა ყველა, ოთხივე ან ორი ფანჯარა. ეს კარგია იმისთვის, თუ თქვენ გინდათ ავტომობილი წინასწარ გააგრილოთ და შემდეგ ჩასხდეთ მასში, ანუ ზაფხულში, როცა ცხელა, თქვენ შეგიძლიათ დააჭიროთ გახსნის ღილაკს დიდხანს, არ აუშვათ თითი და გარდა იმისა, რომ გაიხსნება ცენტრალური საკეტი, ფანჯრებიც ჩაიწევა და თქვენ შეძლებთ, რომ ჯერ გაგრილდეს ავტომობილი, ცოტათი დაჰაერდეს და ამის შემდეგ უკვე მოთავსდეთ მასში.


ასეთი ფუნქცია მუშაობს, რა თქმა უნდა, პირიქითაც: თუ თქვენ დაკეტვის ღილაკს დააჭერთ დიდხანს, ჯერ აიწევა ფანჯრები და შემდეგ ჩაიკეტება ავტომობილი. ეს უკვე კარგია იმ შემთხვევისთვის, როდესაც თქვენ, მაგალითად, ღია დაგრჩებათ ფანჯარა და უკვე გადმოსული ხართ ავტომობილიდან. აღარ მოგიწევთ ჩაჯდომა, სტარტის ღილაკის დაჭერა ან გასაღების გადაწევა და ამის შემდეგ ფანჯრების აწევა, არამედ გარედანვე დიდხანს დააჭერთ ჩაკეტვის ღილაკს და ფანჯრებსაც აუწევს.


ვიდეოს პარტნიორია „აუტო იმპორტ ჯორჯია“ ყველაზე მსხვილი სამხრეთ კორეული სავაჭრო პლათფორმის „ავტოვინის“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც კორეიდან დაუზიანებელ მეორად ავტომობილებს ჩამოგიყვანთ.

Comments


bottom of page