top of page

რჩევა 3: გამოვიყენოთ მოხვევის ციმციმა სწორად

  • Writer: Ana Basilidze
    Ana Basilidze
  • Jul 10, 2024
  • 1 min read

კიდევ ერთი რამ, რაც ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს, უფრო სწორად, რასაც ყველა მძღოლი უნდა აკეთებდეს, ეს ავტომობილის მართვის ფენომენში და ზოგადად, საგზაო მოძრაობაში იგივეა რაც, დაახლოებით, დედაენაში “აი ია”.


ახლავე გეტყვით, რასაც ვგულისხმობ: მოხვევის ციმციმა, მოხვევის მაჩვენებელი, რომელიც, აი, აქედან ირთვება. რეალურად, მოხვევის ციმციმას ჩვენთან ძალიან ბევრი ისე იყენებს, რომ მაგას გამოყენება არ ქვია. ძალიან გვიან რთავენ მოხვევის მაჩვენებელს, ან ერთი-ორი წამით ადრე, ან მაშინ, როცა უკვე მანევრს იწყებენ. ამას გამოყენება არ ქვია, ზოგი საერთოდაც საერთოდ არ რთავს მოხვევის ციმციმას.


პირადად მე ყველაზე მეტად მაშინ მეშლება ნერვები, როდესაც ვხედავ, რომ მოხვევის ციმციმის გამოყენება ან ეზარებათ, ან საჭიროდ არ მიიჩნევენ, ან ძალიან გვიან აკეთებენ ამას. აი, ეს არის ის, რაც ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი. მინდა ყველას, აბსოლუტურად ყველას მოგმართოთ და გთხოვოთ და გითხრათ და გირჩოთ: გამოიყენეთ მოხვევის მაჩვენებელი, სწორად, სწორ დროს და აუცილებლად. ეს დანარჩენი მძღოლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ასე მოვიქცევით, თუ მოხვევის მაჩვენებელს ჩავრთავთ მინიმუმ 5-6 წამით ადრე მაინც, როდესაც ზოლიდან ზოლში გადავდივართ, წინა მანქანის გასწრებას ვაპირებთ, ან შეხვევა გვინდა. თუ ასე მოვიქცევით, საცობებიც ნაკლები გვექნება და საავარიო სიტუაციებიც.


ძალიან მარტივია: გააკეთეთ ხელის ეს მარტივი მოძრაობა და ჩართეთ. ეს არ არის ძნელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი, ამას თუ გააკეთებთ, ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ უკეთესად იქნება ჩვენს საგზაო მოძრაობაში. ერთი სიტყვით, მოხვევის მაჩვენებელი ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, ძალიან! ამაში გამოცდილი მძღოლები აუცილებლად დამეთანხმებიან.


ვიდეოს პარტნიორია „ავტო იმპორტ ჯორჯია“, ყველაზე მსხვილი სამხრეთ კორეული სავაჭრო პლატფორმის - „ავტოვინის“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც სამხრეთ კორეიდან მეორად, დაუზიანებელ ავტომობილებს ჩამოგიყვანთ.

Comments


bottom of page