top of page

რჩევა 4: როგორ მოვაშოროთ საქარე მინიდან ორთქლის კვალი მარტივად?

  • Writer: Ana Basilidze
    Ana Basilidze
  • Jul 10, 2024
  • 1 min read

Updated: Jul 7


ის, რაზეც ახლა უნდა გელაპარაკოთ, ძალიან ბევრმა მძღოლმა არ იცის.

გახსოვთ, როგორ ებრძოდნენ ჩვენი მამები და ბაბუები მანქანაში დაორთქლილ მინებს, აი, ასე - ნაჭრით მართვის დროს ხანდახან აიღებდნენ და აი, ასე წმენდდნენ როგორც საქარე მინას, ისე ამ ადგილსაც, რომ სარკეში დაენახათ, უკან რა ხდებოდა.


დრო, როდესაც დაორთქლილ მინებთან ბრძოლისთვის გვჭირდება ნაჭერი და აი, ესე წმენდა, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა.


ბევრმა არ იცის, რომ კონდიცირებული ჰაერი წამებში დაგეხმარებათ საქარე მინიდან ორთქლის კვალის გაქრობაში. მართლაც წამებში ამ სიტყვის სრული და პირდაპირი მნიშვნელობით. ცხადია, ამას თბილი და ცხელი ჰაერიც აკეთებს კონდიცირების გარეშე, მაგრამ გაცილებით გვიან.


აი, თუ თქვენ ჩართავთ კონდიციონერს, როდესაც დაორთქლილი მინები გექნებათ და მთელ ამ ჰაერის ნაკადს მიმართავთ საქარე მინისკენ, შედეგი მართლაც გაგაოცებთ იმიტომ, რომ წამებში ამოაშრობს და მოსპობს ორთქლს.


ახლა შეიძლება იფიქროთ, რა ვქნა ზამთარში? ზამთარშიც კონდიციონერს ხომ არ ჩავრთავ გავცივდებიო, მაგრამ ეს არასწორი ფიქრებია იმიტომ, რომ კონდიციონერი შეიძლება ჩართული გქონდეთ, მაგრამ უბერავდეთ თბილ ჰაერს, ანუ ჩართეთ კონდიციონერი ზამთარშიც, ოღონდ დააყენეთ თბილ ჰაერზე და თქვენ ნახავთ, რომ წამებში გაშრება დაორთქლილი საქარე მინა.


კიდევ ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა გითხრათ, მანქანაში მინები განსაკუთრებით ხშირად მაშინ იორთქლება, როდესაც იქ სინესტეა, ამიტომ ეცადეთ, რომ ავტომობილში სინესტე არ იყოს და იყოს მაქსიმალური სიმშრალე და თუ მაინც ზედმეტად ხშირად გეორთქლებათ მინები ავტომობილში, თქვენ შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ სხვადასხვა საშუალებები: წაუსვათ ისინი მინებს და დაორთქვლის პრობლემა აღარ გექნებათ.


ვიდეოს პარტნიორია „ავტო იმპორტ ჯორჯია“, ყველაზე მსხვილი სამხრეთ კორეული სავაჭრო პლატფორმის „ავტოვინის“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც სამხრეთ კორეიდან დაუზიანებელ, მეორად ავტომობილებს ჩამოგიყვანთ.

Comments


bottom of page