AIGcars.ge - გარანტირებული, სრულყოფილი საავტომობილო ტრანსპორტირებისა და გადაზიდვის მომსახურება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საქართველომდე, კერძო პირებისთვის, კომპანიებისა და მსხვილი დილერებისთვის.
ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა, უზრუნველვყოთ სრულყოფილი საავტომობილო ტრანსპორტირებისა და გადაზიდვის მომსახურება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საქართველომდე და არა მხოლოდ.
საქმისადმი თავდადება, ერთგულება, ჩვენი გუნდისა თუ პროცესების საიმედოობა და ეფექტურობა გვეხმარება, მუდმივად ვიზრუნოთ განვითარებაზე და დავაწესოთ ახალი სტანდარტები ინდუსტრიაში.


ავტო იმპორტ ჯორჯია Autowini-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში
Autowini არის ნომერ პირველი ავტო-სავაჭრო პლატფორმა სამხრეთ კორეაში. ჩვენ გვაქვს პატივი, ვიყოთ მათი ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოსა და მთელ მსოფლიოში შემდეგ ქვეყნებთან ერთად: პარაგვაი, ჩილე, გვატემალა, ანგოლა, განა, რუანდა და ალბანეთი.
2023 წელს ავტო იმპორტ ჯორჯია საუკეთესო და ყველაზე წარმატებულ პარტნიორ კომპანიად დასახელდა Autowini-ს მიერ.
მომსახურების ჩამონათვალი და უპირატესობები
01
საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან
03
დახურულ აუქციონებსა და სადილეროების გაყიდვებში მონაწილეობა
05
ტრანსპორტირების დაზღვევა
07
კონტეინერის ადგილმდებარეობის განსაზღვრა
02
ყველაზე იაფი და სწრაფი ტრანსპორტირება
04
ნებისმიერი პრობლემური საბუთი ს დამზადება/მოწესრიგება (ექსპორტზე გატანის უფლებით) განბაჟების ჩათვლით
06
ფოთის ტერმინალის მომსახურება
24/7-ზე
08
ევაკუატორით მანქანის ჩაბარება სასურველ ლოკაციაზე

შეძენის ნაბიჯები
შერჩევა - ჩვენ გეხმარებით, შეარჩიოთ სასურველი ავტომობილი კორეაში, ჩინეთში, ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში.
შეძენა - ჩვენი კომპანია იურიდიულად გშუამდგომლობთ ავტომობილის გამყიდველ ფიზიკურ პირებთან თუ კომპანიებთან. ჩვენი დახმარებით თქვენი ფინანსური გადარიცხვების უსაფრთოება დაცულია.
ტრანსპორტირება - გთავაზობთ როგორც სახმელეთო, ისე - საზღვაო გადაზიდვას/ტრანსპორტირებას.
ჩაბარება - გაბარებთ ავტომობილს ფოთის პორტში, სადაც გემსახურებათ ჩვენივე ოფისი GTE ტერმინალზე, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს დროში კონტეინერების მიღებასა და დამუშავებას, საბუთების მოწესრიგებას.
უპირატესობები
დაზღვევა - გთავაზობთ სატრანსპორტო საშუალების დაზღვევას შეძენის ადგილიდან საქართველოს პორტამდე და სურვილისამებრ, სასურველ ლოკაციამდე.
იაფი ტრანსპორტირება - წლებია, ვემუშავებით უმსხვილეს საზღვაო ხაზებს და ვსარგებლობთ ინდივიდუალურად ჩვენთვის შემუშავებული კონკურენტუნარიანი საფასო შეთავაზებებით.
დაზოგე 40% - ჩვენს გამოცდილ გუნდთან ურთიერთობა და ჩვენი კომპანიის როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო გადამზიდებთან ურთიერთსინერგიული საქმიანი ურთიერთობა მოგცემთ საშუალებას, საერთო ჯამში, დაზოგოთ თანხის 40%-მდე.
უფასო კონსულტაცია - 24/7-ზე გაქვთ შესაძლებლობა, მიიღოთ უფასო კონსულტაცია ჩვენი გამოცდილი გაყიდვების გუნდის წევრებისგან.

ჩვენი შესრულებული სამუშაო
50,000
იმპორტირებული მანქანა
15,000
საკონტეინერო გადაზიდვა
5,800
ტრანზიტული გადაზიდვა
5,000
ავტონაწილების იმპორტი
ჩვენი პარტნიორები













გიორგი კობლიშვილი
ყველაზე მაგარი კომპანია, გენაცვალეთ, ყურადღებიანები და პასუხისმგებლიანები.

დავით ნათაძე
დიდი მადლობა ლაშას, ძალიან კარგი მანქანა ჩამომიყვანა. ძალია ნ კმაყოფილი ვარ. თან უაღრესად კარგი ადამიანი.

დავით ბიწაძე
ივა, წარმატებები მეგობარო, მადლობა თქვენ და ავტო იმპორტ ჯორჯიას დახმარებისთვის.

მერაბ ბოლქვაძე
კაი კაცია ივანე, აუტო იმპორტ ჯორჯიას ყურადღებიანი მენეჯერია, გვერდში მდგომია და 24 საათი ხაზზეა.



