top of page

როგორ ვამოწმებთ ავტომობილის რეალურ გარბენს Autowini-ს საიტზე?

  • Writer: Ana Basilidze
    Ana Basilidze
  • Apr 18, 2024
  • 3 min read

Updated: May 29, 2024




მოგესალმებით, მე ლაშა ვარ, ავტო იმპორტ ჯორჯიას გაყიდვების მენეჯერი, ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს ავტომობილების ტრანსპორტირების სრულყოფილ მომსახურებას მსოფლიო მასშტაბით.


გადაზიდვების გარდა, AIG გახლავთ კორეული უმსხვილესი კომპანია ავტოვინის ოფიციალური წარმომადგენელი 

საქართველოში.


Autowini.com არის კორეის უმსხვილესი ავტოსავაჭრო პლატფორმა, სადაც განთავსებულია როგორც შიდა ბაზრისთვის განკუთვნილი ავტომობილები, ასევე ექსპორტისთვის გამზადებული ავტომობილები.


Autowini.com-ის საიტზე ნავიგაცია არ გაგიჭირდებათ, ბევრი სხვა კორეული ვებ-გვერდისგან განსხვავებით, ავტოვინი არის ქართულ ენაზეც. ენქარისგან განსხვავებით, აქ მარტივად ნახულობთ ავტომობილს, ამოწმებთ ყველა ძირითად დეტალს, ხედავთ მანქანის ღირებულებას ადგილზე, ტრანსპორტირების თანხას და ა.შ.


საიტზე აქვეა ინფორმაცია ავტო იმპორტ ჯორჯიას შესახებ. როდესაც ავტომობილს შეარჩევთ, ეკრანის მარცხენა მხარეს დაინახავთ გაყიდვების წარმომადგენელს. ზაზა ჩვენი გაყიდვების მენეჯერია და მასთან (ისევე როგორც აიჯის ყველა თანამშრომელთან) კონტაქტზე გასვლა უპრობლემოდაა შესაძლებელი 24/7-ზე.


ავტომობის საიტზე განთავსებული მანქანები არის უშუალოდ მყიდველის მიერ ატვირთული. ანუ, ვინც ფლობს მანქანას, ის ტვირთავს განცხადებას. შესაბამისად, ტექნიკურად შეუძლებელია, ყველა ავტომობილზე გადამოწმდეს ინფორმაცია სრულად ავტოვინის მხრიდან. შეიძლება ავტომობილზე იდეალური სიზუსტით შევსებული ინფორმაცია არ გვქონდეს საიტზე, მაგრამ ჩვენ, როგორც ავტოვინის ოფიციალურ წარმომადგენლებს, შეგვიძლია ყველა დეტალის მოძიება და მონახვა, რაც დააინტერესებს ჩვენს მომხმარებელს. ეს არ წარმოადგენს ჩვენთვის პრობლემას.


ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი გაყიდვების მენეჯერების წლების გამოცდილებაც ძალიან ეხმარება პოტენციურ მომხმარებელს, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და იყოს კმაყოფილი შენაძენით. ავტოვინის საიტი გამჭვირვალეა, მაგალითისთვის რომ ავიღოთ ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი 2015 Hyundai Tucson, საძიებო ველში ვირჩევთ ავტომობილის წელს, მოდელს, მარკას, ფერს, ძრავის მოცულობას და ა.შ ყველა იმ დეტალს, რაც მნიშვნელოვანია ავტომობილის ჩამოყვანისას, აქვე მინდა გავამახვილო განსაკუთრებული ყურადღება გარბენთან დაკაშირებით: ძალიან არასწორად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ავტოვინის საიტზე ‘’გარბენ ჩამოყრილი’’ ავტომობილებია, რაც რეალობას არ შეესებამება, თუ რატომ, ამას ახლავე ვნახავთ: როდესაც ვირჩევთ ავტომობილის მახასიათებლებს, უნდა მივაქციოთ ყურადღება ერთ საგულისხმო ელემენტს - „odometer Reading“. როცა დავაჭერთ ამ ლინკს, ჩამოიშლება ორი მნიშვნელოვანი „ქვე-ელემენტი“: <actual> და <Not actual> რას ნიშნავს ეს ორი ’’ქვე-ელემენტი’’? თუ მაუსს მივიტანთ კონკრეტული ავტომობილის ოდომეტრის მაჩვენებელზე, კარგად ჩანს თუ რას ნიშნავს Actual, ეს ნიშნავს, რომ მოცემული გარბენი არის რეალური. ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც მიუთითა გამყიდველმა და არ არის „ჩამოყრილი“.


როდესაც ავტომობილს ჩაიბარებს მომხმარებელი, შესაძლოა მცირედით განსხვავდებოდეს გარბენის ოდენობა იმისგან, რაც მითითებულია საიტზე. ეს მცირე სხვაობაც გამოწვეულია მანქანის გადაადგილებით სადგომზე, სადგომებს შორის მანძილზე და ა.შ. რაც შეეხება <Not actual> ნიშნავს, რომ მითითებული გარბენი შესაძლოა იყოს ‘’ჩამოყრილი’’ და გარბენი შეიძლება განსხვავდებოდეს ოდომეტრის ჩვენებისგან. Autowini არ ამოწმებს მოცემული ავტომობილის რეალურ გარბენს, რადგან უმსხილესი პლატფორმაა და არის მხოლოდ შუამავალი გამყიდველსა და მყიდველს შორის, ავტოვინის უმთავრესი დანიშნულებაა, შეუქმნას მყიდველსა და გამყიდველს კომფორტული პირობები ავტომობილების რეალიზაციისთვის, ლოგისტიკის პროცესების ჩათვლით (ამის მეტად მყარი მიზეზი  გვინდა ) ჩვენ მომხმარებლებს ყოველთვის ვურჩევთ და ვაჩვენებთ განსხვავებას, თუ რატომ შეიძლება ღირდეს შერჩეულის იდენტური ავტომობილი ცოტათი ძვირი. 


ბევრი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს ავტომობილის ფასზე. ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება, არის ის, რომ ავტოვინი თავად უზრუნველყოფს ავტომობილების იმპორტს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, შესაბამისად, ყოველთვის ინარჩუნებს დაბალ ფასს. ავტოვინიზე განთავსებული მანქანა შეგვიძლია შევადაროთ ნებისმიერ ალტერნატიულ საიტზე განთავსებულ განცხადებებს და ავტომობილების ფასები ავტოვინიზე აუცილებლად იქნება კონკურენტუნარიანი. ჩვენს კომპანიაში ყველა პროცედურა გამჭვირვალე. არ არის არანაირი ფარული ხარჯი, კონსულტაციის დროს აუცილებლად განვუმარტავთ მომხმარებლებს, თუ რა არის კონტეინერის ღირებულება, რა თანხა სჭირდება მანქანის კონტეინერში ჩატვირთვას. ჩვენ ასევე გთავაზობთ ტრანსპორტირების დაზღვევას, რომელიც არცერთ სხვა ავტოიმპორტ კომპანიას არ აქვს, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ კორეის ბაზარზე მომუშავე იმპორტიო კომპანიებს.


აქვე მინდა ხაზი გავუშვა ბანკის საკომისიოსაც: ბოლო პერიოდში სანქციების მიზეზით მეტად გართულებულია გადარიცხვა და მხოლოდ მსხვილ იმპორტიორ კომპანიებს შეუძლიათ აწარმოონ გადარიცხვა - გაითვალისწინეთ, მხოლოდ ავტო იმპორტ ჯორჯიას შეუძლია დოლარის გადარიცხვა საზღვარგარეთ, ესეც შეგიძლიათ ნებისმიერი ბანკში გადაამოწმოთ. და ბოლოს ასევე მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს კორეიდან საზღვაო გადაზიდვებს, ჩვენ ვთანამშრომლობთ პირდაპირ  საზღვაო ხაზებთან, ჩვენი ტარიფი ყოველთვის კონკურენტუნარიანია. ავტო იმპორტ ჯორჯიას აქვს ოფისი ტერმინალზე და ყველა პროცედურა არის გამარტივებული, ოფისი მუშაობს 24/7-ზე.


შეგიძლიათ, მიბრძანდეთ ნებისმიერ დროს. კორეიდან იმპორტირებული ავტომობილების 90% არის ჩვენი კომპანიის მიერ შემოყვანილი. მცირე კომპანიებს, დილერებს, რომლებიც პირდაპირ ავტოვინისგან ყიდულობენ ავტომობილს, ჩვენ ვუწევთ მომსახურებას - როგორც თანხის ტრანზაქციის მიმართულებით, ასევე საზღვაო გადაზიდვის მიმართულებით, რაც მოიცავს სრულ ლოგისტიკურ ციკლს განბაჟებამდე. დაგვიკავშირდით, ისარგებლეთ უფასო კონსულტაციით ჩვენს გაყიდვების მენეჯერებთან, გვანდეთ თქვენი ავტომობილის ჩამოყვანა კორეიდან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ეს პროცესი მაქსიმალურად კომფორტული და მარტივი გავხადოთ თქვენთვის.

Comments


bottom of page