top of page

Lexus RX & "Auto Bild საქართველოს" პრაქტიკული რჩევები

  • Writer: Ana Basilidze
    Ana Basilidze
  • Jul 10, 2024
  • 2 min read

მანქანა მხოლოდ საჭის ტრიალი არ არისო, უფროსი თაობის ხალხისგან გამიგონია ასეთი გამოთქმა.

როცა ამას ამბობენ, გულისხმობენ იმას, რომ ავტომობილს მოვლა სჭირდება.


თუ მანქანას ასიამოვნებ, ისიც გასიამოვნებსო - ასეთი გამოთქმაც გვაქვს.

მაგრამ თუ ახლა თქვენ იფიქრეთ, რომ მე დღეს უნდა გესაუბროთ ისეთ რაღაცეებზე, როგორიცაა: ძრავის ზეთის შეცვლა, სამუხრუჭე სითხის შეცვლა და ასე შემდეგ, ცდებით.


თუ როგორ უნდა მოუაროთ თქვენს მანქანას ისე, რომ დიდხანს და კარგად გემსახუროთ, ამ თემას ჩვენ კიდევ მივუბრუნდებით. დღეს კი უნდა გელაპარაკოთ ელემენტალურ რაღაცეებზე, ისეთ რამეებზე, რაც შეიძლება ბევრმა მძღოლმა არ იცოდეს და უნდა იცოდეს საჭის ტრიალთან ერთად.


ვიდეოს სპონსორია “ავტო იმპორტ ჯორჯია“, ყველაზე მსხვილი სამხრეთ კორეული სავაჭრო პლათფორმის, „ავტოვინის“ წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც დაუზიანებელ ავტომობილებს ჩამოგიყვანთ სამხრეთ კორეიდან და არა მარტო სამხრეთ კორეიდან, ასევე ევროპიდან და ამერიკიდანაც.


Lexus RX ამერიკიდან

მაგალითად, როგორც ეს Lexus RX, რომელიც ამერიკიდან ჩამოვიდა. ეს არის „ავტო იმპორტ ჯორჯიას” და "Auto Bild საქართველოს" ერთობილივი პროექტი.


რა უნდა იცოდეთ აუცილებლად, როდესაც ავტომობილს ფლობთ

მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა მანქანა იქნება ეს. დავიწყოთ!

დავიწყოთ ერთ-ერთი ყველაზე უმარტივესი რაღაცით, რაც ძალიან ბევრმა მძღოლმა ჯერ კიდევ შეიძლება არ იცოდეს, არადა მართლაც ელემენტალური ინფორმაციაა. ამაში თქვენ თვითონ დარწმუნდებით, როდესაც გაიგებთ, რაზეა საუბარი.


რამდენჯერ გაგჩენიათ კითხვა, საით აქვს ავტომობილს საწვავის ავზის ჩასასხმელი, რომელი მხრიდან უნდა ჩაასხათ ავტომობილში ბენზინი ან დიზელი. ცხადია, როდესაც საკუთარ ავტომობილზეა საუბარი, ალბათ, ყველამ ვიცით, საიდან უნდა ჩაასხას ბენზინი ან დიზელი. მაგრამ როდესაც ნაქირავებ ან ნათხოვარ მანქანაზე ჯდებით, ბენზინგასამართ სადგურზე შესვლისას ყოველთვის თუ არა უმეტეს შემთხვევაში მაინც გაგიჩნდებათ ეს კითხვა, უცებ საით აქვს ბაკი. ეს ინფორმაცია თქვენს თვალწინაა, საჭის მიღმა და ძალიან ადვილია მანქანიდან გადასვლის გარეშე გაიგოთ, რომელ მხარეს აქვს ბენზინის ან დიზელის ჩასასხმელი.


მოკლედ, ხელსაწყოთა პანელზე ყველა მანქანას აქვს იმის მაჩვენებელი, თუ რამდენი საწვავი ასხია მანქანაში ამ მომენტში. და ყოველთვის, ისართან ძალიან ახლოს ან მოშორებით არის დახატული აი ეს ნიშანი, რომელსაც აქვს ისარი ან მარჯვნივ ან მარცხნივ, ეს ყოველთვის ასეა. თუ ისარი არის მარჯვნივ, ესე იგი საწვავს ასხამთ მარჯვნიდან თუ ისარი არის მარცხნივ, საწვავს ვასხამთ მარცხნიდან. ეს ეხება როგორც ანალოგური ტიპის ხელსაწყოთა პანელს, ასევე ციფრული ტიპის ხელსაწყოთა პანელს. აი, ასე მარტივად და გენიალურადაა ეს ამბავი.

Comments


bottom of page