top of page

2016 Renault Samsung QM3, ტესტ-დრაივი შაკო ბუაჩიძესთან ერთად

  • Writer: Ana Basilidze
    Ana Basilidze
  • Jul 10, 2024
  • 5 min read

მოგესალმებით!

დღეს გვაქვს მეორადი ავტომობილის გაცნობის დღე და უნდა წარმოგიდგინოთ ძალიან საინტერესო მოდელი, რომელიც საქართველოში ჯერ ისე არ არის გავრცელებული, როგორც შეიძლება, იყოს გავრცელებული. მაგრამ რამდენიმე უკვე დადის, თუმცა, ალბათ, ესე ვერ ცნობთ, პირდაპირ როცა უყურებთ. აქვს უცნაური ლოგო ბევრისთვის, ალბათ და საკმაოდ უცნაური სახელწოდებაც - QM3. ერთი შეხედვით უცნაური მოდელია, მაგრამ ვინც ავტომობილებში კარგად ერკვევა და ამ მანქანას შეხედავს, ძალიან მალევე დაინახავს მსგავსებას ერთ ძალიან ცნობილ მოდელთან, რომელიც არის რენო კაპტური. რენო კაპტური არის ძალიან ცნობილი კომპაქტური ქროსოვერი და მეტსაც გეტყვით, ეს ავტომობილი არის აბსოლუტურად იდენტური იმ რენო კაპტურის, რომელსაც ბევრი იცნობთ.


Renault Samsung QM3 - რენო კაპტურის კორეული ტყუპისცალი

კარგი, ბევრი დრო აღარ დავკარგოთ და პირდაპირ ვთქვათ, რა მანქანაა ეს. თუ ახლა იფიქრეთ, რომ ეს არის რენო კაპტურის ჩინური კოპია, ცდებით, ეს ასე არ არის.


ეს არის ფაქტობრივად რენო კაპტურის ტყუპისცალი, ოღონდ სამხრეთ კორეული. ეს არის სამხრეთ კორეული ბრენდის, რენო სამსუნგ მოტორსის მოდელი, იგივე რენო კაპტური, ოღონდ კორეის ბაზრისთვის. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ: სამხრეთ კორეულმა ბრენდმა, სამსუნგმა, გადაწყვიტა რენო ნისანის კონცერნთან თანამშრომლობა და გამოიყენა ის, რომ რენო უშვებდა კაპტურს და იმავე იდენტურ ბაზაზე შექმნა QM3. აბსოლუტურად იგივე მანქანა, სხვა სახელწოდებით და სხვა ლოგოთი.


რაც ძალიან საინტერესოა: ეს მოდელი არის პირველი სამხრეთ კორეული ბრენდის ავტომობილი, რომელიც იწარმოებოდა სამხრეთ კორეის საზღვრებს გარეთ. რენო სამსუნგ QM3, მათ შორის ეს მოდელი იწარმოებოდა ესპანეთში ვალიადოლიდის ქარხანაში, რომელიც არის რენოს ქარხანა. ვალიადოლიდში იწარმოებოდა როგორც ჩვეულებრივი რენო კაპტური, ასევე ეს ავტომობილიც - იდენტურ პლატფორმაზე, იდენტური ძრავით, იდენტური კოლოფით და ა.შ.


როდესაც ეს მანქანა პირველად წარადგინეს სამხრეთ კორეის და ეს მოხდა 2013 წლის მარტში, სეულის ავტოშოუზე, იმდენად პოპულარული გახდა, რომ 7,0000 მოდელი გაიყიდა სულ რამდენიმე წუთში, თავიდანვე და შემდგომ უკვე, ეს მანქანა გახდა სამხრეთ კორეაში ბესტსელერი და ასევე მოიპოვა სამხრეთ კორეაში წლის საუკეთესო ავტომობილის წოდებაც. მოთხოვნა იყო საკმაოდ დიდი. თქვენც ხედავთ, ალბათ, რომ გამოიყურება ძალიან სახალისოდ, აქვს მაგალითად თეთრი სახურავი ანუ ძარა გადაწყვეტილია ორ ფერში. ერთი სიტყვით, ეს არის ქალაქის კომპაქტური ქროსოვერი, ბიუჯეტური, უფრო ახალგაზრდებისთვის, ვისაც არ აქვს ბევრი ფული, მაგრამ უნდა, აი, ესეთი სახალისო ვიზუალის მქონე ქალაქის მანქანა, არა პრემიუმი, არა ძალიან მდიდრული და იაფი, შესაბამისად.


რა ჯდება Renault Samsung QM3-ის ჩამოყვანა საქართველოში?

ვინ ჩამოიყვანა ეს მანქანა საქართველოში და თქვენ როგორ შეგიძლიათ, რომ ჩამოიყვანოთ. სამხრეთ კორეაში არის აუტოვინი, ყველაზე დიდი სავაჭრო პლატფორმა, როგორც იცით და ამ ავტოვინის წარმომადგენელი საქართველოში ოფიციალურად არის ავტო იმპორტ ჯორჯია, რომელიც ორიენტირებულია სწორედ ძირითადად სამხრეთ კორეიდან უავარიო დაურტყმელი აი ასეთი ავტომობილების ჩამოყვანაზე.


ეს არის აბსოლუტურად უავარიო ავტომობილი, ჩამოვიდა აი, ასეთ მდგომარეობაში და ფოთამდე მისი ჩამოყვანა დაჯდა $5,900, განბაჟება $600 და საერთო ჯამში, ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა ხედავთ, მისი ფასი არის $6,500. გარბენი: 55,000 კილომეტრი. ეს ძალიან საინტერესოა. 2015-წლიანი ავტომობილი 55,000-იანი გარბენით $6,500-ად. ამაზე უკეთესის პოვნა ამ ფასში ადვილი არ არის. მაგრამ მოდით, ეხლა უფრო დეტალურად გავიცნოთ, რა მანქანაა, არის თუ არა რამე განსხვავებები იმ რენო კაპტურთან, რომელსაც თითქმის ყველა იცნობთ და ა.შ. გავიგოთ, რამდენს წვავს, რა ძრავი აქვს და ა.შ.


Renault Samsung QM3-ის ძრავა და გადაცემათა კოლოფი

სამხრეთ კორეაში და კონკრეტულად ავტოვინიზე ამ მოდელს არჩევანი აქვს ძალიან ბევრი ვიზუალურად. ვიზუალური თვალსაზრისით არის ბევრი ფერი, არის ორ-ფეროვანი ძარითაც, როგორც ეხლა ხედავთ, მაგრამ ძრავით და გადაცემათა კოლოფით ყველა მოდელი ერთია. Renault Samsung qm3-ს აქვს მხოლოდ ერთი ძრავა, სამხრეთ კორეული ბაზრისთვის როდესაც იწარმოება. ეს არის 1.5 ტურბო დიზელი, 4 ცილინდრიანი, 90 ცხენის ძალით. 90 ბევრი არ არის, მაგრამ რახან ტურბო დიზელია და ზუსტად იგივე ძრავა დგას, სხვათაშორის, რენო კაპტურშიც, არ იგრძნობთ სიმძლავრის ნაკლებობას. ყოველ შემთხვევაში, ეს მანქანა მოსწონთ უფრო მეტად გოგონებს და რა თქმა უნდა, მამაკაცებსაც, მაგრამ უფრო მეტად - ქალებს და მათ ნამდვილად არ დააკლდებათ სიმძლავრე. 1.5, 4 ცილინდრიანი, 90 ცხენის ძალით, ტურბო დიზელი, თან დიზელის სიმძლავრეს თუ გავითვალისწინებთ და დიზელის შესაძლებლობებს, არავითარ შემთხვევაში, არავისთვის არ იქნება ცოტა.


რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს: ეს არის ავტომატიკა, ოღონდ არის 6-საფეხურიანი რობოტიზებული ავტომატური გადაცემათა კოლოფი, ე.წ. „რობოტი“. ეს ნიშნავს იმას, რომ არის საკმაოდ ფაქიზი და სჭირდება მოვლა. როდესაც მანქანას აქვს მხოლოდ 55,000 კმ გარბენი, არ უნდა ინერვიულო „რობოტზე“, მაგრამ ცხადია, გაივლი ბევრ კილომეტრებს და ეს მანქანა სამხრეთ კორეაში იყიდება დიდი გარბენებითაც უფრო იაფად და აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ის, რომ „რობოტი“ არის ფაქიზი. რაში გამოიხატება? არ უნდა დატვირთო ძალიან და უნდა მოუარო, უნდა დროულად გამოუცვალო ზეთი და გარკვეულ პერიოდში ერთხელ ასეთ კოლოფს, ანუ „რობოტს“ სჭირდება ხოლმე წმენდა. ეს წმენდა ძვირი არ ჯდება, უბრალოდ, არ უნდა დაგავიწყდეს და სპეცალისტს უნდა გააწმენდინო. თუ ასე მოიქცევი და თუ არ ითხოვ ავტომობილისგან რაღაც განსაკუთრებულ დინამიკურ სიარულს და ა.შ. სპორტულად არ ატარებ, ბევრ ბარგს არ ათრევ მანქანით, მაშინ „რობოტიც“ ოქეია, თუ შეიძლება რომ ასეც ითქვას და უნდა მოუარო.


Renault Samsung QM3-ის საბარგულის მოცულობა

ვნახოთ, რა თქმა უნდა, მანქანის საბარგულიც. ეს არის კომპაქტური ქროსოვერი და დიდი და გრანდიოზული საბარგული აქ ვერ იქნება. მისი მინიმალური მოცულობა არის 377 ლიტრი, რაც ცოტა არ არის, მაგრამ არც ძალიან ბევრია, მაგრამ თუ უკანა სავარძლების საზურგეებს გადავწვეთ, მივიღებთ 1,230 ლიტრიან საბარგულს, რაც უკვე საკმაო ტევადობაა, ასე რომ, მართალია, მე კი გითხარით, რომ ბევრი ბარგი არ უნდა ატარო ამ მანქანით, მაგრამ გარკვეული ბარგი როცა სამოგზაუროდ მიდიხარ, ეს, რა თქმა უნდა, არ დატვირთავს „რობოტ“ გადაცემათა კოლოფს. მე ვიგულისხმე - მძიმე ბარგის თრევა. ამ მანქანის ტვირთამწეობა არის დაახლოებით 450 კგ, რაც დასაშვებია ქარხნულად, რაც არც გადაცემათა კოლოფს დატვირთავს და რამდენიმე ჩემოდანი, პლუს ეს 1,230 ლიტრიანი საბარგულიც აბსოლუტურად კარგი ამბავია.

 

Renault Samsung QM3-ის ინტერიერი

ახლა ვნახოთ, რა ხდება ინტერიერში. პრინციპში, ინტერიერშიც გრძელდება ის სახალისო განწყობა, რაც ამ მანქანას გარედანაც ეტყობა, ვგულისხმობ აი, ამ ძარის ფერში გადაწყვეტილ დეკორაციებს, რომლებიც აქვს შუაშიც, აქეთ ჰაერის დამბერებზეც, აი, აქაც ასევე და ასევე საჭეზეც. ოღონდ საჭეზე აქვს გადაკრული აი, ეს, რაც უყვართ ზოგადად სამხრეთ კორეელებს. თითმის ყველა სამხრეთ კორეიდან ჩამოყვანილ ავტომობილს საჭეზე აქვს ხოლმე გადაკრული აი, ასეთი რაღაც. მე მინდა, რომ ეს მოვხსნა და მოვხსნა იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ვნახო, როგორია რეალურად მისი საჭე და არის, აი, ასეთი, რაც რენო კაპტურშიც შემხვედრია. და აქაც აქვს აი, ეს დეკორაციები და სხვათა შორის, მე მირჩევნია, რომ ეს ჰქონდეს მოხსნილი, თუმცა, ალბათ, მფლობელს ურჩევნია რომ ეს ეკეთოს და კი ბატონო, მაგრამ მინდოდა დამენახა რეალური საჭე და ასევე მინდოდა შემემოწმებინა ხო არ ეტყობა საჭეს ცვეთადობა ანუ გარბენს მივადექით. ამ მანქანას გავლილი აქვს 55,000 კილომეტრი, არ არის მისი გარბენი ჩამოყრილი, რაც გარდა იმისა რომ გადამოწმებულია,  ეტყობა საჭეზეც.


მის საჭეს არ ეტყობა ცვეთადობა და სხვათაშორის ასეთ ბიუჯეტურ მანქანებს ზუსტად საჭეზე ეტყობათ ხოლმე აი ის ცვეთა. ახლა უნდა გაჩვენოთ სანივთე უჯრა ე.წ “ბარდაჩოკი”, ოღონდ მე არ მიყვარს ხოლმე “ბარდაჩოკის” ხმარება და საერთოდ, მირჩევნია რომ სახელთათმანე დავუძახო, მაგალითად როგორც გერმანელები ეძახიან “Handschuhfach” ანუ სახელთათმანეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით უჯრა. ნახეთ, მართლა უჯრასავით გამოდის და არის ძალიან დიდი ეს არის ძალიან პრაქტიკული და კარგი გადაწყვეტილება და ასევე არის სახალისო ფერში და არ არის შავი ესეც კარგია.



კიდევ რა აქვს ამ მანქანას. ამ მანქანას აქვს სტარტ-სტოპ სისტემა: შუქნიშანზე რომ გაჩერდებით ჩაქვრება, როგორც კი დაიძვრებით თავისით დაიქოქება, ეს საწვავს დაზოგავს. ადრე ეს საწვავს არ ზოგავდა ხოლმე, მაგრამ ახლა თანამედროვე ავტომობილებში მართლაც ზოგავს სტარტ-სტოპი საწვავს. აქვს ასევე ეკო რეჟიმი რომელიც ბრუნებს დაბლა წევს და  უფრო ნაკლებ საწვავს მოიხმარს ეკო რეჟიმში. ასევე  გვაქვს წინა სავარძლების გათბობა, გვაქვს კრუიზ კონტროლი, ბლუთუზი ერთი სიტყვით ის მინიმალური ყველაფერი რაც ასეთ მანქანას უნდა ჰქონდეს და სხვათაშორის იქოქება სტარტის ღილაკით. აი, ამ ღილაკით, მაგრამ გასაღები იცით როგორია? და ჯერ ერთი სად დევს? აი, აქ. აი, ასეთი გასაღები აქვს. გასაღებს ნამდვილად არ ჰგავს, მაგრამ გასაღებია რომელსაც თავისი კონკრეტული სათავსო აქვს ამ მანქანაში, ოღონდ აი ზუსტად მაგ დროს იღება, ოღონდ არაა აუცილებელი რომ მაინც და მაინც აქ მოათავსოთ. თუ ჯიბეშიც გექნებათ და მანქანაში ჩაჯდებით, დაიქოქება და წავა.


სავარძლების რეგულირება არის ნახევრადელექტრონული ანუ რას ვგულისხმობ, ხელით უნდა გაწიოთ, მაგრამ სავარძლის საზურგე არის ელექტრონული, ოღონდ ამის  მისაგნებლად მე დამჭირდა დრო. იმიტომ რომ აი აქ აქვს ასეთი დასატრიალებელი, რომელიც რეალურად უნდა გადაწევდეს საზურგეს, მაგრამ როგორც კი ამის მცდელობა მქონდა, მივხვდი რომ ეს არ მუშაობს, უფრო სწორად არ იძვრის ადგილიდან. მარჯვენა სავარძელსაც ზუსტად იგივე აქვს და ისიც არ იძვრის. ამიტომ მივხვდი რომ  ორივე გაფუჭებული ვერ იქნებოდა და დავიწყე ელექტრონული ღილაკის ძებნა მივაგენი აი აქ, საკმაოდ უცნაურ ადგილზე და მოკლედ საზურგე რეალურად ელექტრონულია, მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა რეალურად როცა საზურგეს ელექტრონულად ამოძრავებ აი ესეც მოძრაობს. ეს არის მარტივი გადაწყვეტილება. ანუ რომ არ ჰქონდეს ელექტრონული  გადაწევის ფუნქცია, ეს აქვს და ამით წევ, მაგრამ ორივე აქვს რეალურად. ანუ ღილაკით ამოძრავებ, ესეც მოძრაობს  და ფულიც დაიზოგა. ანუ ამ შემთხვევაში ეს ტყუილად აქვს, ასე გამოვიდა და კიდევ ერთი რამ ამ მანქანას აქვს აი ასეთი იოლად მოხსნადი შალითები და ადვილად გარეცხვადი. ასე მარტივად მოხსნით და ამ შემთხვევაში შიგნით აბსოლუტურად ახალ მდგომარეობაშია, მაგრამ ეს არც გჭირდებათ, რეალურად კარგი ის არის რომ მარტივად მოხსნა შეგიძლიათ, მარტივად გარეცხვა და მერე ისევ მარტივად დაბრუნება. კარგი, ახლა კი დროა დავიძრათ, მაგრამ სანამ დავიძრებით მინდა ორი სიტყვა ვთქვა სალონში გამოყენებული მასალების ხარისხზე, ვიზუალზე უკვე გითხარით, მაგრამ რაც შეეხება ხარისხს, რა თქმა უნდა, აქ არის პლასტმასი. ბევრი მაგარი პლასტმასი. მაგარი ზედაპირი, ნაკლები სირბილე, მაგრამ ვიზუალურად, ვიზუალურად შეფუთულია ისე რომ მოგეწონებათ, თვალსასეიროა მაგრამ საბოლოო ჯამში პლასტმასები და აი ეს ხმები, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, მაგრამ ამ ბიუჯეტურ ფასში მისაღებია. რენო კაპტურში ამაზე უკეთესი მასალები არ არის! სტარტ-სტოპი გვაქვს და წავედით.


პირველი რაც უნდა გითხრა არის ის რომ რენო სამსუნგ ქმ3 მხოლოდ წინაამძრავიანია, ანუ თუ სამხრეთ კორეიდან ჩამოიყვანთ არის მხოლოდ წინაამძრავიანი. კლირეზი საკმაოდ მაღალი აქვს და ეს იმას ნიშნავს რომ გარკვეულ ცუდ გზებზეც ივლით, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, არ არის ოფროუდერი, თუმცა ზამთარში თუ  ზამთრის საბურავებს თუ დაუყენებთ, კარგ ზამთრის საბურავებს, თოვლში პრობლემა არ გექნებათ. გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წინაამძრავიანია კარგი ზამთრის საბურავებით გუდაურშიც უპრობლემოდ ახვალთ და ბაკურიანშიც მიხვალთ რომელიმე სასტუმრომდე. სხვა მხრივ, კი, წინაამძრავიანია, მხოლოდ წინა ამძრავიანი.



Renault Samsung QM3-ის საწვავის მოხმარება

შესაბამისად უნდა ვისაუბროთ ახლა უკვე წვაზეც. დიზელის ძრავია, შეგახსენებთ, 1.5 ტურბო დიზელი, 90 ცხენისძალით,  ოფიციალური დაპირება, საწვავის ხარჯზე არის დაახლოებით 5,5 ლიტრი, ეს არის რეალური. როცა დიზელის ძრავს ეხება საქმე, ძირითადად დაპირება ახლოს არის ხოლმე რეალობასთან. და ამჯერადაც ასეა, ოღონდ ჩვენ ვტესტეთ ეს მანქანა 3 დღის განმავლობაში, ქალაქშიც, ქალაქგარეთაც, საცობებშიც და საბოლოო ჯამში საშუალო წვა გამოგვივიდა დაახლოებით 5,7 - 5,8 ანუ 6 ლიტრსაც დააწვევინებთ, თუ ძალიან მოინდომებთ შეიძლება 6-ზე მეტსაც, 6,5 მაგალითად, არ ვიცი, 7-მდე შეიძლება აიყვანოთ, მაგრამ საბოლოოდ 6 ლიტრი, პირდაპირ, გულწრფელად ვთქვათ რომ ამ მანქანის საშუალო წვა არის 6 ლიტრი დიზელი 100 კმ-ზე რაც არის, ჩემი აზრით, ძალიან კარგი შედეგი. 


როგორც გესმით, მაღალ ბრუნვებზე დიზელის ძრავის ხმა ისმის, მაგრამ მე ამას მაინც ვერ დავარქმევდი შემაწუხებელ ხმას.  მართალია ხმაურის იზოლაცია ამ მანქანას იდეალური არ აქვს და ხმები გარედან შემოდის, მაგრამ უშუალოდ დიზელის ძრავის ხმა არ არის შემაწუხებელი. ხმა არის ისეთი, როგორიც უნდა ჰქონდეს კომპაქტურ ქროსოვერს, რომელსაც აქვს დიზელის ძრავა. ზოგადად, როდესაც სამხრეთ კორეიდან ჩამოყვანილ ავტომობილებს ეხებათ საქმე ჩნდება კითხვები გარბენთან დაკავშირებით, ხომ არ არის გარბენი ჩამოყრილი. ეს ლოგიკურიცაა, რადგან სამხრეთ კორეაში უყვართ გარბენის ჩამოყრა. და მომხმარებელს ავტომატურად, რა თქმა უნდა, ლოგიკურად აქვს ეს შიში რომ არ უნდა ისეთი მანქანა იყიდოს, რომელსაც გარბენი ექნება ჩამოყრილი. 

 


ENCAR-ის ავტომობილები ყველაზე იაფად Autowini-ს პლატფორმაზე

ავტო იმპორტ ჯორჯიას, რომელიც არის ავტოვინის წარმომადგენელი აქვს თავისი მექანიზმები რომ შეამოწმოს, არის თუ არა გარბენი მართლაც  ჩამოყრილი. ჯერ ერთი თვითონ ჰყავს წარმომადგენლები, იმიტომ რომ იქ არის ოფიციალური წარმომადგენელი და შეგიმოწმებთ მართლა არის თუ არა ჩამოყრილი გარბენი და მეორე ყველამ კარგად იცის, ყველამ თუ არა ბევრმა უკვე იცის ე.წ ენქარის მოდელები, სწორედ ავტოვინიზე დევს ენქარის მოდელებიც, სადაც გადამოწმებულია გარბენი, უკვე სამხრეთ კორეაში ისედაც. ანუ თქვენ თუ ნახულობთ ავტოვინიზე ენქარის მანქანას და ეს ყველა განხადებაში კარგად ჩანს, როდესაც ენქარის მანქანაა, იქ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ გარბენი არის ზუსტად ის, რაც უწერია და ზოგადად მანქანა არის შემოწმებული და ყველა მონაცემი რაც უწერია არის აბსოლუტურად ზუსტია, პირველ რიგში კი - გარბენი.  მართალია, ენქანის მოდელები ყოველთვის ოდნავ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ჩვეულებრივი, მაგრამ ვფიქრობ გიღირთ რომ უფრო მშვიდად იყოთ. გარდა ამისა, თუ ენქარის მანქანა არ არის  მაინც შეგიძლიათ გადაამოწმებინოთ ავტო იმპორტ ჯორჯიას ხომ არ არის გარბენი ჩამოყრილი და მაშინაც შეგიძლიათ იყოთ მშვიდად თუ კი კომპანიაში გეტყვიან რომ არა, ეს მანქანა მართლაც ორიგინალი გარბენითაა. 

 

ასევე უნდა გითხრათ ისიც, რომ ენქარის მანქანებს ავტოვინის პლატფორმაზე უფრო იაფად, სხვაგან ვერსად ვერ ნახავთ. ავტოვინი არის ენქარის პარტნიორი კომპანია, შესაბამისად, ყველაზე იაფად, ენქარის მოდელები, გადამოწმებული მოდელები, სწორედ ავტოვინიზე დევს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ როდესაც ეძებთ ავტოვინიზე ავტომობილს, ყურადღება მიაქციეთ რომ  ის იყოს ენქარის ე.წ მანქანა, თუმცა თუ ენქარის არ იქნება ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ კონკრეტულად უკვე ავტო იმპორტ ჯორჯიას გადაამოწმებინოთ გარბენის ამბავი. 

 

შეჯამება: როგორი ავტომობილია Renault Samsung QM3 და რამდენად ღირს მისი შეძენა სამხრეთ კორეაში?

მოდი, შევაჯამოთ ის ყველაფერი, რაც ამ ვიდეოში ვილაპარაკე. მაშ ასე, რენო სამსუნგ ქმ3, სამხრეთ კორეიდან ჩამოყვანილი, დიზელის ძრავით, კი, დიზელის ძრავს ბევრად მეტი მოვლა სჭირდება ვიდრე ბენზინის ძრავას. კი, “რობოტი” ავტომატური გადაცემათა კოლოფი უფრო ფაქიზია და უფრო მეტი ყურადღბით მოვლა სჭირდება. ამ მანქანას არა აქვს მდიდრული სალონი, მდიდრული მასალებით გაკეთებული სალონი და არც ხმაურ იზოლაციაა გადასარევი, მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს არ არის პრემიუმ მანქანა. ეს არ არის მერსედესი, BMW ან აუდი, 2016 წლიანი ასეთი მცირე გარბენის მქონე პრემიუმ მანქანები რაც ღირს, ჩემზე უკეთესად გეცოდინებათ. ამ ფასში კი და შეგახსენებთ რომ ეს მანქანა დაჯდა 6,500$ თავისი განბაჟებით, ეს ძალიან ნორმალური არჩევანია. მეტსაც გეტყვით, რენო სამსუნგ ქმ3ები სამხრეთ კორეაში, ავტოვინიზე, იგივე ენქარის მოდელები იყიდება უფრო იაფადაც, უბრალოდ ოდნავ უფრო მეტი გარბენით. ანუ 6,500 მაქსიმუმია, რაც შეიძლება დაგიჯდეთ ქმ3-ის ჩამოყვანა. 

 

მოკლედ, 2016 წლიანი მანქანა, ასეთ მდგომარეობაში, უავარიო რაც შეიძლება დაგიჯდეთ, მაგ ფასში  ძალიან ოპტიმალური და ნორმალური არჩევანია, სხვათაშორის ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც, ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რას ვიზამ ნაწილებზე, სად იშოვება ამის ნაწილები. ჯერ ერთი რომ მიდის რენო კაპტურის ნაწილები, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, იმიტომ რომ რენო კაპტურის ნაწილები შეიძლება ძვირი ღირდეს. მნიშვნელოვანია ის რომ ავტო იმპორტ ჯორჯიას პარტნიორ კომპანიას საქართველოში ქმ3-ები შემოჰყავს დასაშლელად ანუ უკვე იშლება კიდევაც, შესაბამისად, ნაწილების პრობლემა არ გექნებათ.  ერთი სიტყვით, თუ გაინტერესებთ რენო სამსუნგ ქმ3-ები შედით ავტოვინიზე, დაათვალიერეთ, შემდგომ უკვე მიმართეთ ავტო იმპორტ ჯორჯიას და ჩამოიყვანეთ.

Comments


bottom of page